ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 43 დამატებითი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 372-ს მიაღწია. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ დრისათვის სომეთის საავადმყოფოებში 344 პაციენტი გადის მკურნალობას.
ცნობისთვის, 26 მარტს სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილ 72 წლის პაციენტს ორმხრივი პნევმონიის გარდა, ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევა აღენიშნებოდა.