სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულია თვრამეტი პაციენტი.
ცნობისთვის, სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ორ კლასტერს უკავშირდება. ერთი ქალაქი ეჩმიაძინია, სადაც იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება გამართა და ათობით ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. მეორე კი ერევანში არსებული სამკერვალო ქარხანა, სადაც ასევე იტალიიდან ჩასულმა ერთ-ერთმა მეპატრონემ თანამშრომლებში ტრენინგი ჩაატარა.