სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, პაციენტებისგან 26 პირს პნევმონია აღენიშნება, თუმცა მათი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, დაინფიცირებულების დიდ ნაწილს ტემპერატურა არ აქვს.