სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღეს 14-ით მოიმატა და მთლიანობაში 136 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"მთლიანობაში გვყავს 136 ინფიცირებული. ამასთანავე კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი გამოჯანმრთელდა",- აცხადებენ სამინისტროში.
აღსანიშანვია, რომ სომხეთში 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.