სომხეთში, ბოლო 24 საათში კორონავიურუსის 210 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 492-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ 19"-ით ქვეყანაში 8 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 139-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, სომხეთში კორონავირუსისგან 3 402 ადამიანი განიკურნა.