სომხეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ექვსივე ახალი შემთხვევა სამკერვალო კომპანიას უკავშირდება, რომლის ხუთასამდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში მას შემდეგ იმყოფება, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.