სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29 285-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 7 ივლისის მდგომარეობით, 503-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 16 907 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 711 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.