სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 39 586-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 770-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 30 850 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი 7 738 ადამიანი მკურნალობს.