სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43 067- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19- ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 864 -ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 36 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა.