სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 441 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 92 254-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 363-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 55 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა.