სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2 213 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 75 523-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 157-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 50 701 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 23 665 პირს უტარდება.