სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 41 495-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 817 -ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 34 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად მკურნალობას კი 5 952 ადამიანი განაგრძობს.