სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 137 231-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 2 228-ს მიაღწია. კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 111 800-ია.