სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 42 936- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ 19“- ს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 858-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 36 475 პაციენტი გამოჯანმრთელდა.