სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 1 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 61 460-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 056-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 47 541 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 12 863 პირს უტარდება.