სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 124 839-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 931-ს მიაღწია.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 30 079 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთლებული პაციენტების რაოდენობა კი 92 829-ია.