სომხეთში გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ამ დრომდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩენებელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 216-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 113 ადამიანი.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3287 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4816-ს შეადგენს.