სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 2 066 შეადგინა.
ამასთან, სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ ორი პირი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში საავადმყოფოებიდან კიდევ 29 ადამიანი გაწერეს. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 929 პაციენტი.