სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები და გაფიცვა დღესაც გაგრძელდება, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე განცხადებით, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება.
ერევანში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილმა წუხანდელი ღამე რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის სახლის წინ გაათენეს.
„რესპუბლიკის მოედანს მანამ არ დავტოვებთ, სანამ ფაშინიანი არ გადადგება,“ - განაცხადა ოპოზიციურ პარტია „დაშნაკცუთუნის“ უმაღლესი ორგანოს წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა.