სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 320-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 469-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 211 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.