სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 559-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 607-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 21931 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 832 ადამიანს კი მკურნალობა ამჟამად უტარდება.