სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32 490-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 581-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 20 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 996 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება. შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.