სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 7 774-ს მიაღწია.
ამასთან, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 ადამიანი გარდაიცვალა და ამ მონაცემით, ვირუსით დაღუპულთა რიცხვი სომხეთში 98-მდე გაიზარდა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3 255 პაციენტი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 4 421-ს შეადგენს.