სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სომხეთში დარეგისტრირებულმა შემთხვევებმა 30-ს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანში ბოლო დღის მანძილზე კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში 18-ს მიაღწია.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აზერბაიჯანში 4 დღის წინ დაფიქსირდა.
რაც შეეხება თურქეთს, აქ კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. გამოცემის ცნობით, ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტებიდან 7 ქვეყანაში ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდა, 3 აშშ-დან, 2 შემთხვევა კი მანამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული.