სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესასებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება.
სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა განაცხადა, რომ პირველადი ვერსიით, ქალაქ არმავირში მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ. მისივე თქმით, არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია, გასაყიდად გამზადებულ პარტია კი კონფისკირებულია.
ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.