სომხეთში ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, - ამ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, აქციის მონაწილეები „ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ და სკანდირებენ: „ნიკოლ, მოღალატე!“, „სომხეთი ნიკოლის გარეშე!“. ისინი უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუწოდებენ, მხარდაჭერა გამოუცხადონ და ფაშინიანის გადადგომისთვის მათთან ერთად იბრძოლონ.