სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 247-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 410-მდე გაიზარდა.
26 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსისგან დაინფიცირებული 12 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა.