სომხეთში მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ, - ინფორმაციას სომხური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ სახით დაღუპულთა ხსოვნის მიმართ პატივისცემას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 27 სექტემბერს, 11:00 საათზე გამოხატავენ.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 44 დღიანი ომი 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებით დასრულდა.