ერევნიდან მოსკოვში ტვირთების გემითა და სარკინიგზო გზით ტრანსპორტირების ღირებულება შემცირდა. ფასების შემცირება სომხეთ, რუსეთსა და საქართველოს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგია. შედეგად, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანსპორტირების ახალი და უფრო დაბალი ფასები 22 თებერვლიდან ამოქმედდა, ხოლო რუსეთის მხარის მიერ უზრუნველყოფილი ფასდაკლებები 13 მარტიდან ამოქმედდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანსპორტირების მანამდე არსებული მაღალი ტარიფები გავლენას ახდენდნენ, როგორც თვითონ ტრანსპორტირების პროცესზე, ასევე სატარიფო პოლიტიკაზე. 2017 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით, ტარიფები 32-35%-ით შემცირდა.