აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუტის მიმართულებით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, Smerch-ის ტიპის რაკეტით თავდასხმა განახორციელა. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისივე ინფორმაციით, არიან დაჭრილები.
შეგახენებთ, გუშინ სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 სექტემბრიდან, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, აზერბაჯანულმა მხარემ დაახლოებით 1300 ჯარისკაცი, 95 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 შვეულმფრენი, 181 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 5 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 Smerch-ის ტიპისა და 3 TOS1A-ს ტიპის მძიმე საარტილერიო სისტემები დაკარგა.