სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე განლაგებულ სომხურ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები საინჟინრო ტექნიკის გამოყენებით საფორტიფიკაციო სამუშაოების განხორციელებას შეეცადნენ. „სომხური პოზიციების საპასუხო მოქმედებების შემდეგ, მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა და საფორტიფიკაციო სამუშაოებიც შეწყდა,“- აცხადებენ უწყებაში.