აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის 4 მიმართულებით საარტილერიო-სარაკეტო დაბომბვას განაგრძობს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„საარტილერიო ბრძოლები სხვადასხვა მიმართულებითა და ინტენსივობით გრძელდება. დილით აზერბაიჯანმა სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებით სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვა განაახლა,“- წერს სტეპანიანი.
დილით ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამაც და სომხური მხარე ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონების დაბომბვაში დაადანაშაულა. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა, თუმცა მხარეები შეთანხმების პირობების დარღვევაში ბრალს ერთმანეთს სდებენ.