ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამება - სომხეთის საელჩო საქართველოში - Palitra News

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, სიმართლეს არ შეესაბამება - სომხეთის საელჩო საქართველოში

2020-10-06 16:55:42+04:00

სომხეთის საელჩო საქართველოში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

„საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სომხეთის საელჩო საქართველოში მოუწოდებს ყველას, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს.