18:28
9 მაისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა
04-05-2021

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე პრემიერ- მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. მათივე ინფორმაციით, ფაშინიანის კანდიდატურას მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 წინააღმდეგი წავიდა, 75-მა კი - კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. კენჭისყრის პირველი რაუნდის შედეგები იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო.

კერძოდ, თუკი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც არ აირჩევენ, რომელიც ერთ კვირაშია დაგეგმილი, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა, რის მიზეზადაც ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

AutoPlay
კახა კუჭავა - ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
კარლ ჰარცელი - ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 813 ფაქტი გამოავლინა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა - პრეზიდენტი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები