სომხეთის დედაქალაქში მომხდარი არეულობების შემდეგ 6 ადამიანი დააკავეს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, აღნიშნული პირები სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების მიტაცების შესახებ საჯარო მოწოდებების გაკეთების ფაქტებზე არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, მთაინი ყარაბაღის რეგიონში ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის საზოგადოების ნაწილში პროტესტი მოჰყვა. ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები მთავრობის სახლსა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მათი ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს, რომელიც, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.