როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ იმ მდგომარეობაში არ არის, სხვას უკარნახოს. ალიევის თქმით, ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ სამხედრო პროვოკაციებითაც, ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებების პროცესის ჩასაშლელად. „მისი ხელისუფლებაში ყოფნიდან ორ წელიწადში მოლაპარაკებების პროცესი უკვე აღარ არის. მიმაჩნია, რომ პროცესის პოლიტიკურად დარეგულირება შესაძლებელია, თუმცა სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ახლა იმ მდგომარეობაში არ არიან, ვინმეს უკარნახონ“, - აღნიშნა ალიევმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი შეჩერდება და კონსტრუქციულად მოიქცევა.