სომხეთში ძალაში შევიდა თურქულ პროდუქციაზე 6-თვიანი აკრძალვა. აღნიშნული განკარგულება სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ოქტომბრის ბოლოს მიიღო, როცა საკუთარი გადაწყვეტილება თურქეთის ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობით ახსნა.
როგორც ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, პირველ რიგში უსაფრთხოებითაა განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ დაუდანაშაულებია თურქეთი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობაში. ერევანის ცნობით, ანკარა არამხოლოდ სამხედრო სპეციალისტებს ახმარდა აზერბაიჯანს, არამედ ცოცხალი ძალითაც ეხმარებოდა.