სომხეთი სიცრუეს უწოდებს აზერბაიჯანული მხარის განცხადებას, რომლის თანახმადაც სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ ნახიჩევანში ცეცხლის გახსნისას აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამხედრო მოსამსახურის დაჭრის შესახებ კიდევ ერთი აშკარა სიცრუეა“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ შეიარაღებულ ძალებს ნახიჩევანის მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია.
„ჯარისკაცის დაჭრის მიზეზები აზერბაიჯანელი სამხედროების ურთიერთდამოკიდებულებისა და დისციპლინის საკითხებში უნდა ეძებოთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.