სომხეთი და აზერბაიჯანი კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ იუწყებიან. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა, 16 ოქტომბრის დილას, თითქმის ერთსაათიანი ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო. მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ შეტევა მოიგერია და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ სომხეთმა დილიდან გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვა დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია დაძაბული რჩება. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება.