სომალიაში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის კენიელები, ამერიკელები, ბრიტანელი და ტანზანიელები არიან. გარდა ამისა, დაიღუპა სომალიის თვითმმართვლობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატიც და ორი ჟურნალისტი. არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომობილით სასტუმროს შენობას შეეჯახა, შემდეგ კი შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება „ალ შაბააბმა“ აიღო. თავდასხმის დროს, სასტუმროში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მსჯელობდნენ.