სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა. მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვეყნის შრომის სამინისტროსთან ახლოს აფეთქდა. აფეთქებას ამევე მოჰყვა სროლის ხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. აფეთქებას ძლიერი კვამლი მოჰყვა, რომლის ხილვა შორი მანძილიდანაც იყო შესაძლებელი. „ალჯაზირას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შემთხევას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-შაბაბმა“ აიღო.