თბილისის მერი კახი კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა მისი თქმით მუნიციპალური ინსპექციის შედეგად დადგინდა, რომ მშენებელ კომპანიას დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ჭავჭავაძის #5-თან გამართულ აქციას და იქ განვითარებულ მოვლენებს. მისი შეფასებით, როდესაც კადრები ნახა თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. თბილისის მერის განცხადებით სოლიდარობის ქსელის აქციას თან ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა