გიგი უგულავა თავისუფალია. მან მატროსოსვის ციხე დატოვა და პირველ რიგში სოლიდარობა პოლიტ პატიმრებს გამოუცხადა. პატიმრობიდან გათავისუფლებული უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა, ამით მთავრობა შეძლებს მთლიანად გადაშალოს ახალი ფურცელი და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა გააგრძელონ.