Solar Opposites - ახალი სერიალი Rick and Morty-ის შემქმნელისგან უცხოპლანეტელების ოჯახი თავისი ხომალდით დედამიწას ენარცხება და აღმოაჩენს, რომ ეს პლანეტა ყველაზე არარაციონალური, თვითკმაყოფილი და ეგოისტი არსებებით არის დასახლებული - ასეთია რიკი და მორტის შემქმნელი ჯასტინ როილანდის ახალი სერიალის, Solar Opposites-ის სიუჟეტი. სერიალის პრემიერა Hulu-ზე 8 მაისს შედგება.