სოხუმის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ჩაიმსხვრა ირგვლივ მდებარე სახლების მინები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთი სახლის ეზოში, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე ამოქმედდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მედიკოსების ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.