სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, პარლამენტის შენობასა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დღეს ტრადიციულად გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი ცამეტ თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.