აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარმა ქართულ შვილობილ "სოკარ ენერჯი ჯორჯიაში" წილი გაზარდა. კომპანიის ცნობით, სოკარმა პარტნიორებისგან კაპიტალის 16.34 პროცენტი 34 მილიონ დოლარად შეიძინა. შედეგად, აზერბაიჯანული კომპანიის წილი 51 პროცენტიდან 67.34 პროცენტამდე გაიზარდა. "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" საწესდებო კაპიტალი 100 მლნ დოლარია.