საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, "სოკარ ჯორჯია გაზი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, კომპანიის მიერ, სალიცენზიო პირობების დარღვევა, კერძოდ კი სემეკის "ელექტრონულ ჟურნალში" მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულების შესახებ მონაცემების არასწორად ატვირთვა გახდა.
ცნობისთვის, "ელექტრონული ჟურნალის" საშუალებით სემეკი მომხმარებლის მიმართვაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების რეაგირების პროცესს დროის რეალურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს.