08:41
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
მასში შემავალი ჰორმონები 3 სახის კიბოს რისკს ამცირებს, თუმცა არ უნდა მიირთვან წყვილებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს - რას უშლის ხელს სოიო კაცებში და ქალებში?
19-04-2019

გარდა იმისა, რომ სოიოსგან კერძებს ამზადებენ, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, ასევე ხშირად შეხვდებით სხვადასხვა პროდუქტს, რომლის შემადგენლობაშიც სოიოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს,  არსებობს სოიოს რძე, ყველი და ძეხვიც კი.  სოიო იაფფასიანი პროდუქტია და ხშირად მას სხვა ძვირადღირებული ინგრედიენტების მაგივრად იყენებენ პროდუქტებში.  არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ პარკოსანის მიმართ.  ბევრი თვლის, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის, მასში შემავალი ფიტო ესტროგენების გამო.

ფიტოესტროგენები ქალის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებებია, რომელიც ნაწილობრივ დადებით როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში. რადგან ის ამცირებს მკერდისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. სოიოში არსებული ნივთიერება გინესტეინი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვიტარების რისკსაც. თუმცა არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შვილის ყოლას აპირებენ, რადგან აღნიშნული ჰორმონები კაცებში ხელს უშლის რეპროდუქციულ ფუნქციებს, ქალებში კი ორსულობის შეწყვეტის რისკს ზრდის. ერთ-ერთი ტელეშოუს ინიციატივით  გამოიკვლიეს ადამიანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ცხოველური ცილების ნაცვლად, მხოლოდ მცენარეულ ცილებს იღებდა და სოიოს მის ყოველდღიურ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. დადგინდა, რომ ის ჯანმრთელი იყო და სოიოში არსებულმა ნივთიერებებმა, ჰორმონალური დარღვევები არ გამოიწვია.  

იხილეთ გადაცემა სრულად: რატომ იწვევს პარკოსნები მუცლის დისკომფორტს და ცვლის თუ არა მათში შემავალი ცილები ცხოველურს? - ლობიოს, ბარდის, სოიოს და ოსპის სწორად არჩევისა თუ მიღების წესები

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები