უხერხული და უცნაური - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსში ყოფნას.
როგორც "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წევრმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, გაუგებარია, რატომ აღარ სურს თადუმაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნა. ამავე აზრს იზიარებს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ თადუმაძის გარდა, მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის ნახვაც გაუკვირდა.